26 აპრილი 2024,   19:26
ვრცლად
"ნაპოლი", "ბორდო", "ვალენსია" - სამი 21 წლის ქართველი ფეხბურთელი, 3 ისტორიულ ევროპულ გუნდში

ფეხბურთი, სპორტი რომელიც საქართველოში განსაკუთრებით უყვართ - თამაში, რომელიც აერთიანებს. ქართველი გულშემატკივარი მრავალი წელია ელის მომენტს, როდესაც ეროვნული გუნდი ევროპის, ან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ქომაგი ელოდება თაობას, რომელიც ოცნებას რეალობად აქცევს. წელს, როგორ არასდროს, ახლოს ვართ მიზანთან, საქართველოს ჰყავს კონკურენტუნარიანი, პროგრესირებადი გუნდი რომლის ლიდერებმაც მსოფლიო აალაპარაკეს. სამი ერთი თაობის წარმომადგენელი, სიმბოლურია რომ სამივე მათგანი 21 წლისაა და სამივე ტრადიციულ, დიდი ისტორიის ევროპულ გუნდში თამაშობს.

4 მილიონიან ნეაპოლში მდებარე სტადიონ "დიეგო არმანდო მარადონაზე" ახალი გმირი გამოჩნდა, ფეხბურთელი რომელსაც იტალიელებმა "კვარადონა" შეარქვეს.

სერია A-ს 7 ტურში კვარაცხელიამ 4 გოლი გაიტანა, წარმატებული დებიუტი ჰქონდა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, ნაპოლის ქუჩებში კვარაცხელიას მაისური ლეგენდარული არგენტინელის დიეგო მარადონას მაისურთან ერთად იყიდება, იტალიელები დარწმუნებულები არიან რომ კვარცხელიასთან ერთად ნაპოლი 1990 წლის შემდეგ პირველად სკუდეტოს, იტალიის ჩემპიონატს მოიგებს.

ნაპოლის მსგავსად კვარაცხელია ეროვნულ გუნდშიც გამორჩეულია თუმცა ნაკრებში მისი გავლენა უფრო თვალშისაცემია, 21 წლის ფეხბურთელმა არაერთხელ დაამტკიცა რომ ნაკრების უპირობო ლიდერია.

ნეაპოლიდან 1251 კილომეტრში მდებარე ქალაქის გუნდში თამაშობს კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ადგილობრივებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, სტადიონ "მესტალიაზე" შეკრებილი გულშემატკივარი მშვიდად არის როდესაც მათი საყვარელი გუნდს კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს. მიმდინარე სეზონში ქართველი მეკარე ძირითადი შემადგენლობის წევრად, შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. "ვალენსიამ" ქართველ ფეხბურთელს ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი გაუფორმა.რომელიც თამაშრომლობას 2027 წლამდე ითვალისწინებს.

მამარდაშვილი პროგრესი თვალშისაცემია, მისთვის გოლის გატანა განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს, ესპანეთის "ლა ლიგის" ბოლო ტურში ქართველი მეკარის განხორციელებული სეივი საუკეთესოდ დასახელდა, მამარდაშვილის განვითარება ეროვნულ გუნდზეც ისახება, ნაკრების ბოლო შეხვედრა მაკედონიის წინააღდეგ მან ძირითად შემადგენლობაში უშეცდომოდ ჩაატარა.

ვალენსიიდან ზუსტად 7 საათი და 45 წუთია საჭირო იმისთვის რომ ბორდოში ჩახვიდე და კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის თამაში იხილო, სტადიონ "მატმუტ ატლანტიკზე" ზურიკო დავითაშვილმა ფრანგი გულშემატკივრების გაოცება პირველივე შეხვედრიდან დაიწყო. სადებიუტო მატჩში ქართველმა შემტევმა "დიჟონის" კარში გამარჯვების მომტანი ულამაზესი გოლი გაიტანა. ფრანგულ კლუბთან დავითაშვილს ერთ წლიანი იჯარა აკავშირებს გაგრძელების პერსპექტივით.

ეროვნულ ნაკრების მაისური დავითაშვილს 20-ჯერ აქვს მორგებული, 3 გატანილი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა, მისი პროგრესიდან გამომდინარე პროდუქტიულობის მაჩვენებელი უახლოეს მომავალში გაიზრდება.

ფეხბურთელები ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ, ახალი თაობა სწორებას სწორედ მათზე აკეთებს. დავითაშვილს, კვარაცხელიას და მამარდაშვილს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან.

ავტორი : ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები