15 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს ცესკოს 3 წევრი აირჩია- სხდომა პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დატოვეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს ცესკოს 3 წევრი აირჩია. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 3 ვაკანტურ ადგილზე 6 კანდიდატის განცხადება იყო დარეგისტრირებული. პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დატოვეს.მათი განცხადებით "ქართული ოცნება" ცესკოს წევრებად სუსის თანამშრომლებს და "ქართული ოცნების" აქტივისტებს ირჩევს,ამიტომ არ მიიღებენ ამ პროცესში მონაწილეობას.

ოპონენტთა ბრალდებებს მმართველი გუნდი აბსურდულს უწოდებს,უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს განცხადებით ცესკოს წევრები კვალიფიციური კადრები არიან და სწორედ ამ ნიშნით მოხდა მათი შერჩევა, "ნაციონალური მოძრაობა" კი პროცესებზე ხელის შეშლას ცდილობს.

დღის ამბები