29 სექტემბერი 2024,   06:27
ვრცლად
გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სლოვაკეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს მაროს ზილინკას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სლოვაკეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს მაროს ზილინკას შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა სლოვაკელ კოლეგას საქართველოს პროკურატურის სისტემის ძირითად ფუნქციებზე, მუშაობის სპეციფიკასა და უწყების საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.

დღის ამბები