საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იქნას," – წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.