მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოვებაზე, ქართული ცეკვის ელემენტების გამოყენებისთვის, საუკეთესო საბრძოლო სცენის კატეგორიაში გამარჯვებული სამშობლოში დაბრუნდა. ლაშა მძინარაშვილს ანსამბლ "რუსთავის" წევრები და გულშემატკივრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმოდ დახვდნენ.
ტაურუსის ისტორიაში პირველად, კასკადიორთა ამერიკელ ოსტატთა "ოსკარზე", ქართველმა ლაშა მძინარაშვილმა გაიმარჯვა. საუბარია მეთიუ ვონის ფილმზე, რომლის მთავარ საბრძოლო სცენაში ლაშა მძინარაშვილმა ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა და მსოფლიო კინოინდუსტრიის შემქმნელები ქართული ცეკვის უნიკალურობაზე აალაპარაკა.