15 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
ნებისმიერ რამეს იტყვის, ნებისმიერი რამის მთქმელია და შემდეგ დარბაზში ვერ შემოდის, იმდენად მშიშარა ადამიანია - მამუკა მდინარაძე გიორგი ვაშაძეზე

ელჩის განცხადების შემდეგ, გიორგი ვაშაძე ჯერ-ჯერობით მედიასთან არ გამოჩენილა. დღის პირველ ნახევარში კი მან ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს თანამდებობებზე, რუსეთის დაახლოებით 15 აგენტი რეზიდენტია.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნების" ინტერესში არ არის თანამედროვე იარაღის მიწოდება საქართველოსთვის.

"ჩვენი ინფორმაციით, დღეს, საქართველო პარლამენტში და უმაღლესი თანამდებობის პირებზე დაახლოებით არის 15 რუსეთის აგენტი რეზიდენტი. მათ შორის არის ის ოთხეული, რომელიც ასე გავეშებული გამოდის. ესენი პირდაპირ რუსეთთან მიბმული აგენტები არიან, მაგრამ რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე. დიახ, მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე, რომელიც დღისით მზისით გვეუბნება, რომ თურმე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არ სჭირდება, არც "აბრაამსები" გვჭირდება, არც "ჰაი-მარსები" გვჭირდება, არც "პატრიოტები" გვჭირდება," - განაცხადა ვაშაძემ.

ბრალდებებს აბსურდული და ცილისმწამებლური უწოდეს მმართველ გუნდში.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ვაშაძეს ნებისმიერი რამის მთქმელია თუკი ეს დასჭირდება და იგი მორალურ ფსკერზეა დაშვებული.

"ვაშაძეს ამ სიბინძურისთვის რაც ეკუთვნის, მე თქვენს წინაშე იმის თქმას ვერ ვიკადრებ, პირდაპირ ვამბობ და მის გასაგონად პირველ რიგში. როგორ მორალურ ფსკერზეა დაშვებული იცით ეს ადამიანი უკვე? - ნებისმიერ რამეს იტყვის, რაც არ უნდა დაჭირდეს, ნებისმიერი რამის მთქმელია, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით და შემდეგ დარბაზში ვერ შემოდის, იმდენად მშიშარა ადამიანია. ისეთ რაღაცებს იტყვიან, ეს აგენტი ისე შეაჩვიეს საზოგადოებას, ხალხს, კონკრეტულ პიროვნებებს, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყოს და მართლა ჩვეულებრივი ამბავია მათთვის," - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები