15 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
"ბატონი ვაშაძე ჩამოყალიბდა ერთგვარ უფუნქციო კომიკოსად" - ალუდა ღუდუშაური

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს სიცრუეში ადანაშაულებს "ქართული ოცნება". მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გიორგი ვაშაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აბსურდულია და დღეს ეს ამერიკის ელჩმაც დაადასტურა.

"არის სწორება იმაზე, რომ ხალხში გაღვივდეს უკმაყოფილების განცდა, როგორღაც ხალხის უკმაყოფილება გაზარდონ, იქნება როგორღაც ხალხთან მიმართებაში გააჩინონ განცდა, რომ ხელისუფლება რაღაცას ვერ აკეთებს. თუმცა, ყოველ ჯერზე, მათ ამ ტყუილს მოჰყვება ხოლმე მხილება მათივე ტყუილში. დღეს უკვე იყო ელჩის განცხადებაც, რომელმაც ამხილა პრაქტიკულად ეს ადამიანი ტყუილში. ესეც რომ არ ყოფილიყო, ამ ადამიანის განცხადებები ბოლო პერიოდში, მიმართულია სხვა პოლიტიკურ დღის წესრიგზე, ეს ადამიანი ცდილობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" უფრო მეტად ნაციონალი იყოს," - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური გიორგი ვაშაძეს "უფუნქციო კომიკოსს" უწოდებს. 

"ბატონი ვაშაძე ჩამოყალიბდა ერთგვარ უფუნქციო კომიკოსად. მას ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სულ უფრო და უფრო უჭირს ცირკის წარმომადგენლებთან და შოუმენებთან კონკურენციაში შესვლა და აქედან გამომდინარე, საზოგადოებას სთავაზობს ძალიან მდარე, უნიჭო საცირკო წარმოდგენებს და მე ვფიქრობ, რომ აქაც უკვე თუ მანამდე დაწინაურებული იყო პოზიციებში, უკვე ბოლო ადგილზეა," - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

საუბარია ბრალდებაზე, თითქოს ხელისუფლებამ ამერიკას მრავალ მილიარდიან სამხედრო დახმარებაზე უარი უთხრა. ეს ინფორმაცია შტატების ელჩმაც უარყო.

 

დღის ამბები