23 აპრილი 2024,   15:12
ვრცლად
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - პოლიციამ თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა

თბილისში, საირმის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 1996 წელს დაბადებულ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ ესროლეს, როდესაც ის ჩასარიცხ აპარატთან იდგა. 

დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოტივი ურთიერთშელაპარაკება გახდა. 

ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის პოლიციამ მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები