27 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი 13 წლის გოგონა, რომელსაც დენმა დაარტყა, დაიღუპა

ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი 13 წლის გოგონა, რომელსაც დენმა დაარტყა, დაიღუპა. ინფორმაციას ხეჩანიშვილის კლინიკაში ექიმი ირაკლი ფირცხალაიშვილი ადასტურებს.

ექიმის ინფორმაციით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და სამწუხაროდ, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.

"რამდენიმე წუთის ინტერვალით მოხდა პირველი პაციენტის - ბიჭის სტაბილიზაცია და მართვით სუნთქვაზე გადაყვანა.  რაც შეეხება 13 წლის გოგონას, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი," - განაცხადა ექიმმა ირაკლი ფირცხალავამ.

ცნობისთვის, ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც თვითმხილველები "კურიერს" უყვებიან, ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც შადრევანში ჩავარდა. თვითმხილველების თქმითვე, თავდაპირვლად შადრევანში ერთი ბავშვი ჩავიდა, შემდეგ კი ორი თანაკლასელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მინდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ამავე თემაზე
დღის ამბები