19 მაისი 2024,   22:06
ვრცლად
კომპანია "ელემსის" სამი თანამშრომლის დაკითხვა პოლიციაში უკვე სამი საათია გრძელდება

ვაკე-საბურთალოს პოლიციაში, 5 დღეა, ფაქტობრივად, 24- საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომელთაც შეხება ჰქონდათ ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციასთან.
უკვე დაკითხულია ასზე მეტი პირი. დღეს ისევ გამოიძახეს "გრინ სერვისის" ხელმძღვანელი.
ლაშა ფურცხვანიძე ამჯერად 4 საათი პასუხობდა გამომძიებელთა კითხვებს.

ამის შემდეგ შენობაში შევიდა კომპანია "ელემსის" წარმომადგენელი, კომპანია შადრევნის სამშენებლო პროექტის ავტორია, მათ შორის იმ ელექტროგაყვანილობის, რომლის უსაფრთხოების სისტემამაც არ იმუშავა. სწორედ ამ კომპანიის პროექტი შეასრულა გრინსერვისმა, რომელიც, თავის მხრივ, მერიის მთავარი კონტრაქტორია.

კიდევ ერთი დეტალი: საგამოძიებო მოქმედებებს ვაკე-საბურთალოს პოლიციაში დილიდან თვალს ადევნებს თბილისის პოლიციის ხელმძღვანელობა.

"ელემსის" სამი თანამშრომლის დაკითხვა პოლიციაში უკვე სამი საათია გრძელდება. გაკეთდა ადვოკატის პირველი კომენტარიც.

მედიასთან ისაუბრა კომპანიის ადვოკატმა და განმარტა რომ სწორედ "ელემსიმ" შექმნა პროექტი იმ შადრევნის, რომელიც შეასრულა "გრინსერვისმა". 

დღის ამბები