15 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
როდესაც ხდება თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და ქართველ ხალხზე,  პირადად ჩემი და "ქართული ოცნების" მხარდაჭერა არ ექნება - შალვა პაპუაშვილი

"რაც შეეხება რეზოლუციას, მე გეტყვით ჩემს პირად პოზიციას. სადაც იქნება, რა ტექსტიც იქნება და რაც არ უნდა ეწეროს, როდესაც ხდება თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და ქართველ ხალხზე, მას ჩემი პირადი და არც "ქართული ოცნების" მხარდაჭერა არ ექნება," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციასთან დაკავშირებით. 

"რეზოლუციაში, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა. ადამიანი, რომელმაც პარლამენტის წევრი აცემინა, არის ვითომ პუტინის პატიმარი, ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და რა თქმა უნდა, ასეთ რეზოლუციას არანაირი მხარდაჭერა ჩემი მხრიდან არ ექნება და ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი. თქვენ როგორ დაუჭირეთ მხარი რეზოლუციას 2008-ში, ეს ვნახეთ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები