25 დეკემბერი 2024,   22:51
ვრცლად
უკრაინის უმაღლესმა რადამ იჩქერიის სუვერენიტეტი აღიარა

უკრაინის უმაღლესმა რადამ იჩქერიის სუვერენიტეტი აღიარა. გადაწყვეტილებას მხარი 287-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დოკუმენტში დაგმობილია ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდი და აღიარებულია ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩქერიის სუვერენიტეტი. იჩქერია აღიარებულია რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად.

უკრაინის უმაღლესი რადა მოუწოდებს გაეროს წევრ სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, უზრუნველყონ საერთაშორისო დანაშაულების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, დროებით დაპყრობილი ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩკერიის ტერიტორიაზე და უზრუნველყონ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა.

შეგახსენებთ, ჩეჩნეთის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 5 სექტემბერს გამოაცხადა.  საქართველომ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა 1991 წელს სცნო. 1991 წლის 27 ოქტომბერს ქვეყნის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ჯოხარ დუდაევი. 

1994 წლის 11 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებით, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები შევიდნენ. ამ მომენტიდან იწყება რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი 1994-1996. რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი კი  1999-2001 წლებში იყო, რა დროსაც ფედერალურმა ძალებმა ჩეჩნეთის დიდ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინეს და მეთაურად ახმად კადიროვი დაინიშნა. 2004 წელს ტერორისტული აქტის შედეგად ახმად კადიროვის დაღუპვის შემდეგ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი ალუ ალხანოვი გახდა. 2007 ალუ ალხანოვის გადაგომის შემდეგ ჩეჩნეთის მეთაურად ახმად კადიროვის ვაჟი - რამზან კადიროვი ინიშნება, რომელიც ჩეჩნეთს, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის სუბიექტს წარმოადგენს, ამ დრომდე მართავს.

დღის ამბები