22 ნოემბერი 2024,   19:09
ვრცლად
წყალტუბოში მამამთილმა რძალი დანით დაჭრა - პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი დანით დაჭრა. ქალს სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს.

როგორც ცნობილია, ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს

დღის ამბები