ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულ 9 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გაასაჩივრებს თუ არა დაცვის მხარე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჯერჯერობით უცნობია.
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულთა უფლებადამცველები განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების ოფიციალურად ჩაბარებისა და შესაბამისი კონსულტაციების გავლის შემდეგ გადაწყვეტენ. მანამდე კი ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.