ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ის ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებაში გაამართლა, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
"ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო ორი წელია და მინდა ამ გაციებული ურთიერთობების გამოსწორება მინდა და ჩემი პირველი ნაბიჯი იქნება ეს.
მე, როგორც თავიდან აღვნიშნე, არ მინდა საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა და ჩემთვის ბავშვი არის მთავარი.
მე გახარებული ვარ ამ სამართლიანი გადაწყვეტილებით. ზოგადად რთული პერიოდი გამოვიარ,ე ჩემთვის ეს ამდენი ბრალდება რთული ასატანი იყო. მიხარია, რომ ეს ყველაფერი დასრულდა და ახლა ესაა პრიორიტეტული, ამის შემდეგ კი კარიერა," - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.