19 მაისი 2024,   18:26
ვრცლად
ვერ და არ დავთანხმდებით ფემიციდზე ხელის მოწერის გადაწყვეტილებას, რადგან ეს არ არის მარტო ჩემი ბრძოლა - ნელი დოროყაშვილი

ორ წლიანი დავის დასასრული და საქმეში დაზარალებულის პირველი სატელევიზიო განმარტება. მოსამართლის გადაწყვეტილებას, ნელი დოროყაშვილი, სოციალური ქსელის შემდეგ მედიასთან აკრიტიკებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ მოსამართლეს კატეგორიულად არ ეთანხმება და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

"კატეგორიულად არ ვეთანხმებით მოსამართლის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა ვერ და არ დავთანხმდებით ფემიციდზე ხელის მოწერის გადაწყვეტილებას, რადგან ეს არ არის მარტო ჩემი ბრძოლა. ფაქტობრივად ეს განაჩენი ეხებოდა და გამოტანილია იმ ყველა ქალის მიმართ, ვინც არიან დღეს ძალადობის მსხვერპლები. გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება, ჩვენ წავალთ ყველა ინსტანციაში და თუ ვერ მოვახერხეთ საქართველოში აღმოფხვრა, დავა აუცილებლად გაგრძელდება საერთაშორისო მასშტაბით," - აცხადებს დოროყაშვილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, მალხაზ სალაყაიას თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ობიექტურია და ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. 

"თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი, ბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენი გახლავთ აბსოლუტურად ობიექტური და იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი, რაც საქმეში იყო წარმოდგენილი, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხრიდან. ჩვენმა მტკიცებულებებმა შესაბამისი შეფასება მიიღო, ასევე შეფასდა პირველ რიგში ბრალდების მხარის მტკიცებულებები. ვერ გაუძლო აღნიშნულმა მტკიცებულებებმა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რითაც დამტკიცდებოდა ბატონი ნიკოლოზის ბრალეულობა. ამიტომ გამართლდა ნიკოლოზ ბასილაშვილი," - განაცხადა ბასილაშვილის ადვოკატმა.

დღის ამბები