თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დროებით შეფერხებაა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა.
„საჭირო გახდა მოძრაობის შეჩერება. ერთ-ერთ სადგურზე, მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ძაბვა დროულად მოვხსენით და უვნებლად ამოვიყვანეთ, ამიტომ მოგვიწია მოძრაობის შეჩერება. მოძრაობა მალე განახლდება", - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.