30 აგვისტო 2026,   13:25
ვრცლად
აფეთქება თბილისში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში - დაშავებული მამაკაცი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმროში მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევა გამთენიისას მოხდა, სასტუმრო ლუქსში მოქალაქემ ხელყუმბარა აამოქმედა, რის შედეგადაც ის მძიმედ დაშავდა, დაზიანდა შენობაც. სასტუმრო ამ დროისთვის დაკეტილია, ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ.

მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია, ის ღუდუშაურის საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. მას მრავლობითი დაზიანებები თავისა და გულმკერდის არეში აქვს.

"ამჟამად მდგომარეობა არის კრიტიკული იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში. პაციენტი შემოსვლისას იყო მძიმე მდგომარეობაში, კომა იყო გამოხატული," - აცხადებს ღუდუშაურის კლინიკის ექიმი გიორგი ბერიაშვილი.

რაც შეეხება მოტივს სავარაუდოდ მამაკაცმა თვითმკვლელობა ფინანსური პრობლემების გამო სცადა.

სასტუმროში აფეთქების შედეგად ჩამსხვრეულია მინები და განადგურებულია შიდა ინფრასტრუქტურა. იმის გამო რომ აფეთქება არასამუშაო პერიოდში მოხდა ახლოს მდებარე ობიექტების თანამშრომლებს შემთხვევას დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

გამოძიება 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.

დღის ამბები