რა პერსპექტივა აქვს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას საქართველოში - ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო პარლამენტის თავმჯდომარესა და USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს შორის შეხვედრისას. შალვა პაპუაშვილმა და ერინ მაქსმა ისაუბრეს ასევე USAID და საქართველოს შორის 30 წლიანი თანამშრომლობის შესახებ.
ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და უსაფრთხო ქვეყნის ჩამოყალიბებაში მათი მხარდაჭერა. შეხვედრას კელი დეგნანიც ესწრებოდა.