მიხეილ სააკაშვილის საქმეში ბრიტანელი ექსპერტი ჩაერთო. ფსიქიატრი კორნელიუს კატონა ამ წუთებში კლინიკა "ვივა მედში" იმყოფება. მისი ჩამოსვლის საფუძველი ამერიკელი ექსპერტების დასკვნა გახდა. ის ქვეყანაში ოჯახმა და ადვოტებმა მოიწვიეს. დამოუკიდებელი საექსპერტო დასკვნა საჯარო 18 ნოემბერს გახდება, ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ინეტრესების დამცველები სასჯელის გადავადებაზე სასამართლოს მიმართავენ.
ცენტრ "ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და იგი სამკურნალოდ ქვეყნიდან გაყვანას საჭიროებს.
"ცენტრ "ემპათიას" ექსპერტიზაში ჩართულია ბრიტანელი ექსპერტი, ძალიან ცნობილი პროფესორი, ბატონი კორნლეიუს კატონა. დღეს განხორციელდება მისი ვიზიტი და ადგილზე შესწავლა ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის. შეჯამდება ყველა ექსპერტის მოსაზრება, დასკვნა, ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ყველასთან და შემდგომში დაიდება ცენტრ "ემპათიას" დასკვნა ქართულად, შემდეგში ეს დასკვნა ითარგმნება ინგლისურად და წარედგინება ისევ ყველა საერთაშორისო ექსპერტს.
ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, იგი სასწრაფო წესით საჭიროებს როგორც დიაგნოსტიკას, ასევე შემდგომი მკურნალობისათვის გაყვანას საქართველოს ფარგლებს გარეთ," - აცხადებს ჯიშკარიანი.