04 მაისი 2024,   02:01
ვრცლად
საბერძნეთში პედოფილიის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში პედოფილიის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ბერძნული მედია დაკავებულის ფოტოებს და ვინაობას ასაჯაროებს. იგი 73 წლის დილარ კუპატაძეა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს, სადაც ის არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე დაზარალებულია.

ქალაქ დრამის პოლიცია ადგილობრივებს მოუწოდებს, რომ თუ ვინმეს აქვს დამატებითი ინფორმაცია ქართველი მამაკაცის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, მიმართონ სამართალდამცველებს.

საქართველოს მოქალაქეს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. მას არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური და გარყვნილი ქმედებები ედება ბრალად. სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა იარაღით მუქარასაც, რადგან დაკავებულის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს.

დღის ამბები