15 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
იმედი მაქვს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ ელიტაზე, 12 რეკომენდაციის განხორციელების მიზნით, ოპოზიციამ კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს მთავრობასთან - პაველ ჰერჩინსკი

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ 12 რეკომენდაციის განხორციელებაზე და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმითვე, მიმდინარე წლის ივნისში საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა ლიდერმა მიიღო 12 რეკომენდაციასთან ერთად. რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს.

"ჩვენი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს. 12 რეკომენდაციაზე მუშაობა შეფასდება მომავალ წელს გაფართოებული პროცესის ფარგლებში. საქართველო შეფასდება დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაერთიანებისკენ.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამის შედეგი იქნება საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და იმედი მაქვს, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე და მათ მიერ 12 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე. 12 რეკომენდაციის განხორციელება უნდა მოხდეს ინკლუზიურად. ეს მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას, ეს მოითხოვს იმას, რომ მთავრობა ღია იყოს ოპოზიციისთვის და მოითხოვს, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან 12 რეკომენდაციის განხორციელების მიზნით," - აღნიშნა ელჩმა.

დღის ამბები