30 აგვისტო 2026,   13:21
ვრცლად
ბრალდებული პოლიციელის, ერიკ წურწუმიას საქმე - პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება

სასამართლო პროცესი ბრალდებული პოლიციელის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. დღესვე, შესაძლოა, ბრალდების მხარემ სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართოს.

ტრაგიკული შემთხვევა წყნეთში, მიმდინარე წლის აპრილში გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა - პოლიციელის იარაღიდან გასროლილ ტყვიას 30 წლის მამკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამართალდამცველს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. ერიკ წურწუმია ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

დღის ამბები