23 აგვისტო 2026,   10:06
ვრცლად
საჯარო და კერძო სკოლებში რუსული სექტორი არ დამატებულა, ხოლო ორ საჯარო სკოლაში რუსულმა სექტორმა ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტა - მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში დეპუტატების მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

შეკითხვები კი საქართველოში რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების და სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხებს შეეხებოდა.

მიხეილ ჩხენკელს კითხვა ოპოზიციონერმა რვა დეპუტატმა გაუგზავნა, თუმცა მხოლოდ ორმა მოუსმინა. ოპოზიციის ნაწილი პროცესს არ დაესწრო.

"საქართველოში 58 რუსულენოვანი საჯარო სკოლა და სექტორია, 11 სკოლა და 47 სექტორი, რომელთა კონტიგენტი იზრდება. პარალელურად, იზრდება რუსული კერძო სკოლების რაოდენობაც - როგორი არის სამინისტროს პოლიტიკა?

სტატუს შეჩერებული სტუდენტების რაოდენობა იზრდება - რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს, ან რა პოლიტიკის სამინისტრო?

თქვენ აპირებთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის „ბ“ კორპუსის დემონტაჟს. ეს სკოლა ისტორიულია თავისი ასაკითა და მნიშვნელობით. ნიგოითის სკოლის დაარსებას თავის დროზე მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჰქონდა განუზომელი კულტურული, ეროვნული დანიშნულება მთელი გურიისთვის. მოგახსენებთ, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კუთვნილებაში არსებულ სკოლაზეა საუბარი - რატომ არ ფიქრობთ დემონტაჟის თავიდან აცილებაზე, გამონახოთ ალტერნატიული გზები და რატომ არ ზრუნავთ ისტორიული მნიშვნელობის შენობის შენარჩუნებისათვის?" - ჰკითხა მინისტრს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრმა ნიკა მაჭუტაძემ.

"ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული საექსპერტო დასკვნის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის შენობა არადამაკმაყოფილებელი და საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება მისი დემონტაჟის შესახებ უკვე მიღებულია როგორც ეს კითხვაშია დასმული.

2018-2022 წლების მონაცემების თანახმად, ფინანსური დავალიანების მიზეზით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრი ცვლილება არ აღინიშნება და მერყეობს 1%-2%-ის ფარგლებში.

საჯარო და კერძო სკოლებში რუსული სექტორი არ დამატებულა, ხოლო ორ საჯარო სკოლაში რუსულმა სექტორმა ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტა," - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მაჭუტაძის კითხვების საპასუხოდ.

დღის ამბები