23 აგვისტო 2026,   00:14
ვრცლად
"ღამის სერენადები 2026" - საერთაშორისო ფესტივალმა წელს ბათუმში გადაინაცვლა - გახსნითი კონცერტი უკვე ჩატარდა

ღამის სერენადები 2026 საერთაშორისო ფესტივალმა წელს ბათუმში გადაინაცვლა. უკვე ჩატარდა გახსნითი კონცერტი, რომელმაც მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

დრამატულ თეატრში გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღო იტალიელმა დირიჟორმა ბეატრიჩე ვენეციმ. ღამის სერენადების" პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია, რადგან აღინიშნება ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლის იუბილე. ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები ახალგაზრდა ნიჭიერ შემსრულებლებთან ერთად მიიღებენ.

დღის ამბები