15 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ვარდების რევოლუციიდან 19 წელი გავიდა

ახალი ათვლის წერტილი საქართველოს ისტორიაში - ვარდების რევოლუციიდან 19 წელი გავიდა.

2003 წლის ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხალხი საკუთარი ხმების დასაცავად ქუჩაში გამოვიდა. ისინი აპროტესტებდნენ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასაც. დემონსტრანტები, სხდომის მიმდინარეობისას, პარლამენტში შეიჭრნენ, დაიკავეს დარბაზი და ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოითხოვეს.

პრეზიდენტი გადადგა, რამდენიმე თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.

დღის ამბები