შალვა პაპუაშვილი პორტუგალიაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა.
შეხვედრებზე მან დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციისა და ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროგრესზე.
პორტუგალიურმა მხარემ კი გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე, მათ საქართველოს მადლობა გადაუხადეს ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.