15 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ბუქარესტის მინისტერიალზე განვიხილავთ უკრაინის, მოლდოვის, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინას დახმარების გზებს - იენს სტოლტენბერგი

დღეს და ხვალ ბუქარესტში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ბუქარესტის მინისტერიალზე განიხილავენ უკრაინის, მოლდოვის, ბოსნია-ჰერცეგოვინის და საქართველოს დახმარების გზებზე. 

ამასთან, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთი ზამთარს უკრაინასთან საბრძოლველ იარაღად იყენებს. 

"დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება განვიხილეთ, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა მთლიანად ნატოსთვის. ასევე, განვიხილეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის შედეგად არსებული გამოწვევები. რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ ნატო აძლიერებს წარმომადგენლობას ბალტიიდან შავ ზღვამდე.

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ახალი საბრძოლო ჯგუფები. აქ, ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გააძლიერონ მხარდაჭერა, როგორც უკრაინის ისე სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვის მიმართ. პუტინი ცდილობს ზამთარი გამოიყენოს, როგორც იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფრო მეტი თავდასხმისთვის. სწორედ ამიტომ ნატოს მოკავშირეებმა გააძლიერეს  უკრაინის მხარდაჭერა," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

დღის ამბები