საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
ხევი-უბისა და უბისა-შორაპნის მონაკვეთებზე სამუშაოების დასრულება უკვე წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. მინისტრის თქმით, რიკოთზე მიმდინარე სამუშაოების პროგრესი, საერთო ჯამში, იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელს რიკოთის პროექტი დასრულდება.
დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს.