15 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
NATO მოწადინებულია გაზარდოს მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინის და ბოსნია-ჰერცეგოვინის მიმართ - ალიანსის საბჭოს სხდომა დასრულებულია

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა საქართველოს, მოლდოვას, ბოსნიას-ჰერცეგოვინას მონაწილეობით დასრულებულია. საათზე მეტი ხნის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრები პარტნიორებთან ერთად მსჯელობდნენ თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ამ სამი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა და მედეგობა, რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინაში. ერთ-ერთი მთავარი თემა მადრიდის სამიტზე მიღებული საქართველოს საჭიროებებზე მორგებული პაკეტის სწრაფი იმპლემენტაცია იყო. სხდომა იენს სტოლტენბერგმა გახსნა.

სტოლტენბერგის თქმით ალიანსი მოწადინებულია გაზარდოს მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინის და ბოსნია-ჰერცეგოვინის მიმართ.

"მოგესალმებით ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფინალურ სესიაზე. განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს პარტნიორებს ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას. მოხარული ვართ თქვენი აქ ყოფნით. ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას ნატო-ს და თქვენს პატივცემულ სახელმწიფოებს შორის, ამ გამოწვევებით სავსე დროს. ნატო და მისი ალიანსი წლების განმავლობაში უზრუნველყოფს დახმარებას სამივე პარტნიორის მიმართ. მათ შორის შესაძლებლობების განვითარებით, რეფორმებით და წვრთნებით, მათი თავდაცვითი და უსაფრთხოებით ინსტიტუციების გასაძლიერებლად. დღეს ეს პარტნიორები განიცდიან რუსულ ზეწოლას. ნატო-ს ალიანსი კი მოწადინებულია გაზარდოს მათ მიმართ მხარდაჭერა. ეს შეხვედრა არის შესაძლებლობა, რათა განვიხილოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების გამოწვევები, განსაკუთრებით კი სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვისა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონებში," - ამბობს სტოლტენბერგი.

დღის ამბები