გენერალურ პროკურატურაში სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ირაკლი შოთაძემ გახსნა.
გენერალურმა პროკურორმა საბჭოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბჭოს მიზანია მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დაზარალებულების საჩივრების მოსმენა, მათი უფლებების უზრუნველყოფა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაზრდა.
საბჭო 9 პროკურორისგან შედგება, რომელთაც მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ.