როგორი იქნება მოსამართლის გადაწყვეტილება - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს. თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ადვოკატების შუამლომლობას ყოფილი პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების თაობაზე. მიზეზად დაცვის მხარე სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერტთა დასკვნას ასახელებს.
ადვოკატი იმედოვნებს, რომ ამჯერად არ გადაიდება პროცესი და მიხეილ სააკაშვილსაც მიეცემა საშუალება, სხდომას კლინიკიდან, ონლაინრეჟიმში ჩაერთოს. სასამართლო სხდომა მსჯავრდებული პრეზიდენტის მხარდამჭერთა აქციის ფონზე ჩაივლის.
"სასამართლო პროცესზე გავიგებთ გვაღირსებს თუ არა პენიტენციური სააკაშვილის ჩართვას. იქნება ჩემი შესავალი სიტყვა, სადაც ძირითად მოთხოვნებს გავაჟღერებთ, შემდეგ დაიწყება მოწმეების დაკითხვა, დაიკითხება ბატონი სმიტი დისტანციურად - ტოქსიკოლოგი, შემდეგ ბატონი გოლდსმიტი - ფსიქიატრი, შემდეგ ნევროლოგი - ქალბატონი თამარ აბაშიძე.
მოწმეების დაკითხვა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ისინი გამოიკითხებიან იმ დასკვნების ირგვლივ, რა დასკვნებიც გასცეს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
დღევანდელ პროცესზე უფლებადამცველი სასამართლოს შესავალი სიტყვით მიმართავს და ასევე დაიკითხებიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები.
"მზად ვარ ჩვენება მივცე სასამართლოს და მოსამართლის წინაშე ვისაუბრებ იმ ფაქტებსა და დეტალებზე , რომელიც აღმოვაჩინე სამედიცინო დოკუმენტების შემოწმების დროს. ის უნდა გათავისუფლდეს ციხის სისტემიდან და რაც შეიძლება მალე უნდა გადაიყვანა საზღვარგარეთ კლინიკაში, რომელსაც შესაბამისი მკურნალობის გამოცდილება ექნება. ის უნდა იქნეს გადაიყვანილი იმგვარ დაწესებულებაში, რომელსაც აქვს ექსპერტიზა და ასევე ტოქსიკური აგენტების მართვის გამოცდილება. შემდეგ უნდა ჩატარდეს ყველა დამატებითი ტესტირება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყოს," - ამბობს ამერიკელი ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი.