31 აგვისტო 2026,   20:02
ვრცლად
ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა მოწმეების დაკითხვით და ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება

დღეს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, არსებითი განხილვაა ჩანიშნული. დაიკითხებიან მოწმეები და გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.

ერთ-ერთი დაკავებულის გიორგი კუჭავას უფლებადამცველის თქმით, რომელსაც ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან იმედოვნებს, რომ მოწმეები იტყვიან სიმართლეს, რის საფუძველზეც კუჭავას გაამართლებენ.

დანაშაულზე სამართალწარმოება ორად არის გაყოფილი - 8 ბრალდებულიდან ხუთს გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

შეგახსენებთ, რომ საუბარია, ზაფხულში - დაბადების დღის წვეულებაზე 20 წლის მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაზე.

დღის ამბები