28 აგვისტო 2026,   14:17
ვრცლად
ცაგერში დღეს წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ცაგერში დღეს წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება. დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია  ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.  

ცაგერში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. საკონცერტო სცენა დღის განმავლობაში ადგილობრივ ანსამბლებს დაეთმობა, საღამოს კი ჯგუფი "გორდელა“ და ლინდა ადამია ბენდთან ერთად დაიკავებს სცენას.

დღის ამბები