17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა პატარა ცემთან - ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა პატარა ცემთან - ერთმანეთს 4 მანქანა შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. სავარაუდოდ, შემთხვევა მოყინული გზის გამო მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. არსებული ცნობით, დაზიანებულია საპატრულო პოლიციის ერთი მანქანა. 

ავტომობილები გადაადგილებას და გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ, რამაც საცობი გამოიწვია. 

შემთხვევის ადგილზე ევაკუატორს ელოდებიან. 

 

დღის ამბები