04 მაისი 2024,   01:11
ვრცლად
ყველა ტიპის საწვავზე ფასების კლების ტენდენცია, მედიკამენტების გაიაფების მთავარი ფაქტორები - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გასული წლის დადებით ტენდენციებზე ისაუბრა

ყველა ტიპის საწვავზე ფასების კლების ტენდენცია, მედიკამენტების გაიაფების მთავარი ფაქტორები, ონლაინ ვაჭრობით დაინტერესებული მომხმარებლების უფლებების დაცვის შესახებ კანონი - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გასული წლის დადებით ტენდენციებზე ისაუბრა.

ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, საწვავზე ფასი მიმდინარე წელს კიდევ უფრო დაიკლებს, ამის მთავარი განმაპირობებრლი ფაქტორი კი საერთაშორისო ფასების გავლენა და კურსის გამყარებაა.

ლექვინაძემ, ასევე ისაუბრა იმ 13 რეკომენდაციაზე, რომელიც კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით გასცა.

"ლარზე მეტად არის შემცირებული ყველა ტიპის საწვავზე ფასი. მარტიდან დღემდე, მარტში იყო მაქსიმალური ფასები. ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის საერთაშორისო ფასები, რომლებიც დღეს მნიშვნელოვნად მოკლებულია და ეროვნული კურსის საკმაოდ გამყარების მყარი ტენდენცია. შესაძლებელი და მოსალოდნელია ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით. გასული წლის დასაწყისში გავეცით, ეს იყო 13 რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით იქნა დამუშავებულია. 2022 წელი ამ მიმართულებით იყო ძალიან აქტიური, კერძოდ 13 რეკომენდაციებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი დანერგილია ან დანერგვის პროცესშია.

საქართველოს  პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იქნა პარალელური იმპორტის დაშვება თურქეთიდან, რამაც პრაქტიკულად ხელი შეუწყო მედიკამენტების გაიაფებას 60-70%-ით. ეს იყო ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები," - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. 

დღის ამბები