24 ნოემბერი 2024,   21:06
ვრცლად
ნიკა მელიას ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა გუგეშაშვილი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ნიკა მელიას ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა გუგეშაშვილი ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე უახლოეს დღეებში გააკეთებს განმარტებას. მამუკა გუგეშაშვილი "კურიერთან" საუბარში აკონკრეტებს, რომ ჩანაწერი რამდენიმე ფრაგმენტისგან შედგება.

ერთ-ერთ მათგანში კი მელია სავარაუდოდ ნიკა გავარმიას ესაუბრება. მისივე ინფორმაციით, ჩანაწერის გავრცელების უკან "ნაცინალური მოძრაობის" აქტივისტი და თავჯდომარეობის კანიდატის, ლევან ხაბეიშვილის მეგობარი ჯაბა წულაძე დგას.

"ნიკა მელია იმ კვირაში ილაპარაკებს აბსოლუტურად ყველაფერზე და გააკეთებს განმარტებებს.

ლაპარაკი უბრალოდ წააგავს ნიკა გვარამიას ხმას, უბრალოდ სულ სხვა თემაზე ლაპარაკობდნენ. ეს ცნობილი ჩანაწერია, დაჩეხილია რამდენჯერმე და სხვადასხვა ფრაგმენტებისგან შედგება.

ვინც ეს ჩანაწერი გაავრცელა - ჯაბა წულაძე, ჩვენი პარტიის წევრი არ არის, მას ხაბეიშვილთან აქვს ურთიერთობა," - განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა "კურიერთან".

დღის ამბები