05 ივლისი 2026,   00:48
ვრცლად
იმედი გვაქვს, ამერიკა სამუდამოდ ერთგული დარჩება იმ ოცნების, რომელმაც მას თავისუფლების მიწისა და მამაცთა სამშობლოს ტიტული მოუტანა - რომის პაპი

ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რომის პაპმა ლეო XIV-მ შტატების ჩამოყალიბებაში ემიგრანტების უდიდეს როლს გაუსვა ხაზი და ქვეყანას გლობალურად "თავისუფლების სინონიმი" უწოდა.

კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის პოზიციასა და საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებს დონალდ ტრამპმა კრიტიკით უპასუხა და მას "დანაშაულთან დაკავშირებით სუსტი და საგარეო პოლიტიკისთვის საშინელი" უწოდა.

"ეს ისტორიული წლისთავი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ერის დამფუძნებელ პრინციპებზე იმ იმედით, რომ ამერიკა სამუდამოდ ერთგული დარჩება იმ ოცნების, რომელმაც მას თავისუფლების მიწისა და მამაცთა სამშობლოს ტიტული მოუტანა. ერის მორალური სიდიადე, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება მის უნარში, მხარი დაუჭიროს, დაიცვას და დააფასოს ყველას სიცოცხლე, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველთა და მათი, ვისი ღირებულებაც კითხვის ნიშნის ქვეშაა", - აცხადებს ლეო XIV.

დღის ამბები