26 აპრილი 2024,   17:26
ვრცლად
ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა - "კურიერმა" გაარკვია, რომ საქმის მთავარი ფიგურანტი ყოფილი დეპუტატის შვილია

ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებულ 3 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ დანაშაულებრივი სქემის მთავარი ფიგურანტი ყოფილი დეპუტატის შოთა შალელაშვილის ვაჟი, ისრაელისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გარი შალელაშვილია. მისი დაჯგუფება უცხოეთში ასობით მილიონი დოლარის თაღლითურად მითვისებაშია მხილებული.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრება კი სხვადასხვა კომპანიებისა და უძრავი ქონებებით ხდებოდა, მათ შორის საქართველოში. ტრანსნაციონალური დანაშაული საქართველოს პროკურატურამ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით გახსნა.

დღის ამბები