22 აგვისტო 2026,   12:05
ვრცლად
ავარია სამეგრელოში მსხვერპლით დასრულდა - ადგილზე მისულ ექიმებს მძღოლი გარდაცვლილი დახვდათ

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა  და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი  გარდაიცვალა.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო ჯგუფს ავტომობილის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა. 

დღის ამბები