განათლების მინისტრი ვაკე-საბურთალოს, ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონების საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება თბილისის ვლადიმერ კომაროვის სახელობის №199-ე საჯარო სკოლის, თბილისის №161-ე საჯარო სკოლისა და თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის ეზოები და სასწავლო სივრცეები.
პარალელურად მიმდინარეობს თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობის გადახურვის, საკლასო ოთახებისა და სველი წერტილების განახლების სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე ჩატარდა თბილისის №31-ე საჯარო სკოლაში.