27 ივლისი 2024,   06:36
ვრცლად
თბილისური სადარბაზოები, რომლებიც ისტორიებს ჰყვებიან

სადარბაზოები რომლებიც ისტორიებს ჰყვებიან - თბილისის ძველ უბნებში ყურადღებას იქცევს მოჭიქული კარები, შენობების არქიტექტურული სამკაულები, შენობაში შესვლისას კი ბევრია ისეთი სახლი, სადაც ისტორიის თხრობა გარე ფასადის შემდეგ შიდა კედლებით გრძელდება. თბილისური სადარბაზოები ბურჟუაზიის და არისტოკრატიის ურთიერთობაზე გვიყვებიან.

თითოეული მათგან ხელოვნების ნიმუშია - ნამდვილი შედევრი. ძველ თბილისში ფეხით გადაადგილებისას გექმნებათ წარმოდგენა, თითქოს ერთ დიდ მუზეუმში დადიხართ. გარდა იმისა, რომ ყველა სადარბაზო ვიზუალურად ლამაზია, ყველას თავისი ისტორია აქვს. სადარბაზოები იმდენად ძველია, რომ დროთა განმავლობაში დაზიანდა, ამიტომ რესტავრაციას საჭიროებს. დიდი ნაწილი უკვე აღდგა და მათ პირვანდელი სახე დაუბრუნდა. "კურიერი პიესი" თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ უბანში - სოლოლაკში იმყოფებოდა.

 

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები