04 მაისი 2024,   04:21
ვრცლად
კვლევის თანახმად, დასავლური კომპანიების უმრავლესობა, რუსეთში ბიზნესს ჩვეულებრივ აწარმოებს - POLITICO

კვლევის თანახმად, დასავლური კომპანიების უმრავლესობა, რუსეთში ბიზნესს ჩვეულებრივ აწარმოებს - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა POLITICO. 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, ევროკავშირის და დიდი შვიდეულის ქვეყნების კომპანიების მხოლოდ 8.5%-მა დატოვა რუსული ბაზარი.

რუსეთში მოქმედი დასავლური ფირმების უმეტესობა გერმანულია. კვლევის ავტორების განცხადებით, "ეს დასკვნა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დასავლური ფირმების მზადყოფნას, ჩამოშორდნენ იმ ეკონომიკურ სივრცეს, რომელსაც დასავლური მთავრობები ახლა გეოპოლიტიკურ კონკურენტად თვლიან".

როგორც "პოლიტიკოს" სტატიაში წერია, რუსეთში ოპერირება განაგრძეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა სამომხმარებლო გიგანტი "უნილევერი", ამერიკული სწრაფი კვების რესტორანი "საბვეი" და იტალიური მაკარონის მწარმოებელი "ბარილა".

დღის ამბები