04 მაისი 2024,   00:47
ვრცლად
ჩვენ გვაქვს კონტაქტი საქართველოს მოქალაქეების მოძიების საქმეში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან - საქართველოს ელჩი თურქეთში

თურქეთში საქართველოს ელჩი აცხადებს, რომ ყველაზე რთული ვითარება ქალაქ გაზიანტეპშია. ამ დრომდე ეძებენ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს.

გიორგი ჯანჯღავას თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საჭიროების შემთხვევაში, ყველას შეუძლია დარეკოს გამოქვეყნებულ ნომრებზე.

"ჩვენ გვაქვს კონტაქტი საქართველოს მოქალაქეების მოძიების საქმეში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ასევე, ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ამ ქალაქში იმყოფება, დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე, ისედაც ასობით ზარი შემოდის. იგივე ეს ქალბატონი, ვინც დაიღუპა, ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის შედეგად მოვიძიეთ, შემდეგ ჩვენ გადავამოწმეთ პროზექტურასთან, ადგილზე ქალაქ ანტაქიაში.

სადაც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სამწუხაროდ, გარდაცვლილებს ეხება ეს. ანკარაში ბევრი სახელმწიფო დაწესებულებიდან ხალხი დაითხოვეს, აქაც ვიგრძენით ეს ბიძგები," - აცხადებს ჯანჯღავა.

დღის ამბები