03 მაისი 2024,   10:25
ვრცლად
დაცლილი და მიწასთან გასწორებული ქალაქები, 1600-ზე მეტი დაღუპული - რა ვითარებაა სირიაში მიწისძვრის შემდეგ

ძლიერმა მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრი თურქეთში მდებარეობდა, სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქები განსაკუთრებით დააზარალა. უმეტესი ზიანი ალეპოს, ჰამას, ლატაკიას და ტარტუსს მიადგა. 

როგორც CNN-ი წერს, რეგიონში ისედაც ცდილობდნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენას, რომელიც სამოქალაქო ომის დროს საჰაერო დაბომბვისას დაინგრა. გაეროს მონაცემებით, 2011 წლიდან სირიის ომს 300 ათასზე მეტი სიცოცხლე ემსხვერპლა. 

"ეს არის კრიზისი კრიზისის პერიოდში," - განაცხადა გაეროს ჰუმანიტარულმა კოორდინატორმა სირიაში, ელ-მოსტაფა ბენლამჰილმა

"ინფრასტრუქტურა მთლიანად დანგრეულია... ის ქალაქები მთლიანად ცარიელია, ხალხი შეშინებულია, არ სურთ სახლებში დაბრუნება, თუკი შეგვიძლია შენობებს კვლავ "სახლები" ვუწოდოთ, მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩა," - აღნიშნა მან. 

მიწისძვრამ სირიასა და თურქეთში 5000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, აქედან 1600 - სირიაში დაიღუპა. 

დღის ამბები