03 მაისი 2024,   06:51
ვრცლად
ბადრი ესებუას მამა ამტკიცებს, რომ მიმალვაში მყოფ შვილთან კონტაქტი არ ჰქონია

ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მისმა შვილმა ბანკი გაძარცვა და მიიმალა, ოჯახს მასთან კონტაქტი არ ჰქონია. 

ტარიელ ესებუას თქმით, ოჯახი, სადაც მისი შვილი აფარებდა თავს, ნათესავები არიან - ომიანე ჯიქია მისი ცოლის ბიძაა. ტარიელ ესებუას თქმით, ჯიქიების ოჯახში ბოლოს 5 წლის წინ იყო. რატომ აირჩია ბადრი ესებუამ თავშესაფრად ჯიქიების სახლი, მას ინფორმაცია არ აქვს.

"რაც მოხდა ეს ამბავი[ძარცვა], ჩვენს ოჯახს ჩვენი შვილი არ უნახავს, კონტაქტი არ ჰქონია," - ამბობს ტარიელ ესებუა. 

დღის ამბები