03 მაისი 2024,   23:40
ვრცლად
ქემალფაშაში გვირაბის შესასვლელთან მეწყერი ჩამოწვა

თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ქემალფაშა-ხოფას დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ერთ-ერთი გვირაბის თავზე მეწყერი ჩამოწვა.

ამის გამო, გზატკეცილის ერთ მხარეს ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან იმ დროს გვირაბში არც ერთი ავტომობილი არ მოძრაობდა.

ქემალფაშა-ხოფას დამაკავშირებელი გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მოძრაობა დროებით ცალმხრივი გახდა და გაწმენდის სამუშაოები დაიწყო.

დღის ამბები