23 ნოემბერი 2024,   21:58
ვრცლად
ვინ არის 34 წლის კაცი, რომელსაც მეგობარმა 5 ტყვია ესროლა - "კურიერმა" მარტყოფში მომხდარი მკვლელობის დეტალები გაარკვია

მკვლელობა სოფელ მარტყოფში - 34 წლის მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, გასროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

რამდენიმე გასროლის ხმა სოფელ მარტყოფში ადგილობრივებმა გვიან ღამით, დაახლოებით 12 საათზე გაიგეს. როგორც "კურიერმა" გაარკვია, 34 წლის ნიკა სახლთხუციშვილმა, ასევე 34 წლის- გოჩა ჯერენაშვილი დაიბარა სოფლის ცენტრში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეხვედრის შემდეგ კი დაიწყო კონფლიქტი. "კურიერის" ინფორმაციით, ნიკა სახლთხუციშვილმა მეგობარს 5 ტყვია ესროლა. გოჩა ჯერენაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობის შესაძლო მოტივის შესახებ ადგილობრივები მედიასთან არ საუბრობენ. როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი მკვლელობის შემდეგ ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის დილით პოლიციას თავად ჩაბარდა.

ამ დროისთვის ნიკა სახლთხუციშვილი გადაყვანილია ვაზიანის წინასწარი დაკავების იზოლატორში. მიმდინარეობს დაკითხვა. გამოძიება მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მკვლელობას ედავება, ბრალი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, პროკურატურას ამისთვის 48 საათიანი ვადა აქვს. ბრალის წარდგენის შემდეგ აღმკვეთი ღონისძიების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.

დღის ამბები