06 მაისი 2024,   23:35
ვრცლად
მაშველებმა ნანგრევებიდან დღეს დედა-შვილი და ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს - თურქეთსა და სირიაში საერთო ჯამში 24 000-მდე დაღუპულია

სტიქიური უბედურების ზონა და 24 000-მდე დაღუპული - თურქეთ-სირიის საზღვარი ნანგრევებში დამარხული და დაკარგული სიცოცხლის ტრაგედიის ადგილია.

სურათი ყოველდღიურად მძიმდება. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ თურქეთში სტიქიას 20 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი 80 000-ს აჭარბებს. სამაშველო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს.

მაშველებმა დღეს ნანგრევებიდან დედა-შვილი და ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს. 

"ჩვენ ვაწვდით საკვებს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებს. ყველას დავეხმარებით რამდენადაც ეს შეგვიძლია. ჩვენს საზოგადოებას ყველაფრის გადატანა შეუძლია, როცა მათ ესმით სიტუაციის სიმძიმე. ჩვენ ძლიერი ერი ვართ,"- აცხადებს მოხალისე მაშველი მარ ფარუკი.

ასევე, სტიქიის ზონაში ათეულობით ქართველი მაშველი იმყოფება და მათ სახელზე უკვე არის რამდენიმე გადარჩენილი სიცოცხლე. 

დღის ამბები