04 მაისი 2024,   07:08
ვრცლად
14 თებერვლის სინოდის სხდომის განჩინება გამოქვეყნებულია - რაზე იმსჯელეს მღვდელმთავრებმა

14 თებერვლის სინოდის სხდომის განჩინება გამოქვეყნებულია - ოქმის მიხედვით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა 6 საკითხზე იმსჯელეს.

იკრვევა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე სინოდმა მოისმინა კათოლიკოს პატრიარქის წინადადება. ილია მეორეს გადაწყვეტილებით, ეპარქიის მმართველობას სწორედ კათოლიკოს პატრიარქი ჩაიბარებს, ხოლო მთავარ-ეპისკოპოსი ზენონი მხოლოდ დმანისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მმართვედ დარჩება. თავად მეუფე ზენონი, რომელიც რამდენიმე კვირაა საქართველოში იმყოფება, სინოდის სხდომას არ დასწრებია.

განჩინების მიხედვით, მღვდელმთავრებმა მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხიც განიხილეს; იმსჯელეს თურქეთისა და სირიის მიწისძვრაზე და თანადგომა გამოხატეს; საუბარი იყო უკრაინაში მიმდინრე ომზეც.

ოქმში, რომელიც სხდომის მდივანმა დავით ალავერდელმა შეადგინა ნათქვამია, რომ საქართველოს ეკლესია ლოცულობს დაძაბულობის განმუხტვისათვის.

დღის ამბები